საწყისი კონტაქტი
GEO ENG
GEL/USD   2.6816            GEL/EUR   2.8806            GEL/GBP   3.3493            GEL/TRY   0.7160

კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა

2008 წლის თებერვალში აბბიმ დააარსა კომპანია კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა (CEI), რომელშიც მოიზიდა 50 მილიონი აშშ დოლარი ინსტიტუციონალური ინვესტორებისგან და კერძო პირებისგან. CEI- აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება იყო ყველაზე დიდი შეთავაზება საქართველოს ისტორიაში და შეადგინა ქვეყნის მთლიანი შიდაპროდუქტის 0.5% . CEI-ს ძირითადი მიზანი იყო რამდენიმე ეკოლოგიურად უსაფრთხო ჰიდროელექტროსადგურის განვითარება კავკასიის რეგიონში, რომელშიც  აღინიშნებოდა სტაბილურად მზარდი ენერგო მოხმარება. 

2008 წლის ბოლოსაბბის დახმარებით, CEI-მ შეარჩია განსავითარებლად მისი პირველი ენერგო პროექტი  - 48 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგური მდინარე მტკვარზე, ახალციხის რაიონში. 2009 წლის მესამე კვარტალში CEI- მოიპოვა მტკვარი ჰესის მშენებლობის ნებართვაჰესის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა 2009 წლიდან 2014 წლამდე. 2014 წლის მეორე კვარტალში CEI - მტკვარი ჰესის პროექტი მიყიდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს.

www.cei.ge


კაუკაზუს აგროდეველოფმენთი

2008 წლის მაისში აბბიმ დააარსა კომპანია კაუკაზუს აგროდეველოფმენთი (CAD), რომლის ძირითადი ამოცანა იყო ინვესტიციების განხორციელება სოფლის მეურნეობის სექტორშიაბბის დახმარებით CAD–მა მოიზიდა 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი სახსრები ინსტიტუცინალური ინვესტორებისგანკომპანიისთვის პრიორიტეტულ ბაზარს წარმოადგენდა საქართველო. CAD–ის მთავარი სტრატეგიული მიზანი იყო გამხდარიყო მოწინავე აგრარული ჰოლდინგი, რომელიც ნაწილობრივ დააკმაყოფილებდა მზარდ მოთხოვნას ხარისხიან და ნატურალურ სასოფლოსამეურნეო პროდუქტებზე.

ქართულ ბაზარზე შექმნილი ნატურალური რძის და რძის პროდუქტების ქრონიკულმა დეფიციტმა განაპირობა CAD–ს აერჩია რძის წარმოება როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მომართულება. ადგილობრივი კომპანიების საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ CAD–მა რძის წარმოების ბიზნესის განვითარების ბაზად აირჩია სენაკის მახლობლად არსებული მეცხოველეობის ფერმა დასავლეთ საქართველოში, რომელშიდაც ჩაიდო რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციააბბი CAD– უწევდა საკონსულტაციო მომსახურებას დაფუძნების დღიდან 2011 წლის ნოემბრამდე.

 



 
Copyright ©2009 ABBEY Asset Management
All Rights Reserved.
Design by Saba Chkhaidze; Web Development by Tea Kharitonashvili