საწყისი კონტაქტი
GEO ENG
GEL/USD   2.6816            GEL/EUR   2.8806            GEL/GBP   3.3493            GEL/TRY   0.7160

აღმასრულებელი დირექტორი

ბიძინა ბეჟუაშვილი ასრულებს აბბი ასეტ მენეჯმენტი (ყოფილი ,,გალტ ენდ თაგგარტ ასეტ მენეჯმენტი") პარტნიორის "BBAM LIMITED"-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელ დირექტორის როლს. ბიძინა ბეჟუაშვილი ასრულებდა აბბი ასეტ მენეჯმენტი გენერალური დირექტორის როლს 2007 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივლისამდეაბბი ასეტ მენეჯმენტ-ში მუშაობის დაწყებამდე -ნი ბეჟუაშვილს ეკავა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში მსოფლიოს მოწინავე კომპანიაში, "JPMorgan Chase", ლონდონი, სადაც პასუხს აგებდა რუსეთის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და ლათინური ამერიკის ნავთობისა და აირის სექტორში მომუშავე კომპანიების კვლევებზე. ბიძინა ბეჟუაშვილი მუშაობდა მსგავს თანამდებობებზე იტალიურ "Unicredit"-ში (2003-2005) და "RZB Austria"-ში, ლონდონი (2000-2003). დიდ ბრიტანეთში გადასვლამდე -ნი ბეჟუაშვილი მუშაობდა ანალიტიკოსად, შემდგომში კი კვლევის განყოფილების უფროსად "Raiffeisenbank"-ში, მოსკოვი (1996-2000). ბიძინა ბეჟუაშვილმა თავისი კარიერა საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში დაიწყო ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბანკის "MeesPierson"-ის აღმოსავლეთ-ევროპის კორპორატიული ფინანსების განყოფილებაში 1996 წელს.

ბიძინა ბეჟუაშვილს აქვს ცხრამეტი წლის პროფესიონალური გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმეში. ბეჟუაშვილს გააჩნია ორმაგი, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს, მოქალაქეობა. -ნი ბეჟუაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. 1992 წელს ბიძინა ბეჟუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გამოყენებითი მათემატიკის და კიბერნეტიკის ფაკულტეტი) და ასევე ფლობს ჰუმანიტარული მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს ეკონომიკის დარგში, რომელიც მიიღო ბოსტონის უნივერსიტეტისაგან (აშშ).

  
 

გენერალური დირექტორი

ნატალია მამიაშვილი ასრულებს აბბი ასეტ მენეჯმენტი (ყოფილი ,,გალტ ენდ თაგგარტ ასეტ მენეჯმენტი") გენერალური დირექტორის როლს, 2015 წლის ივლისიდან. ნატალია მამიაშვილი ,,აბბი ასეტ მენეჯმენტ"– 2010 წლის სექტემბერში შეუერთდა. ,,აბბი ასეტ მენეჯმენტ“–ში გადმოსვლამდე ნატალია მუშაობდა ელექტრონული კომერციის სფეროში ევროპის მასშტაბით. საქართველოში დაბრუნებამდე ნატალიამ სამუშაო გამოცდილება პროექტის და ტურიზმის მართვის სფეროში ინგლისში მიიღო.

ნატალია მამიაშვილი ფლობს ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განხრით.

 
Copyright ©2009 ABBEY Asset Management
All Rights Reserved.
Design by Saba Chkhaidze; Web Development by Tea Kharitonashvili