საწყისი კონტაქტი
GEO ENG
GEL/USD   2.6816            GEL/EUR   2.8806            GEL/GBP   3.3493            GEL/TRY   0.7160

მეგობრების ფონდი

2015 წლის თებერვალში აბბიმ დააარსა გრძელვადიანი ევრო-დენომინირებული მეგობრების ფონდი. ეს საინვესტიციო ფონდი ახდენს ინვესტირებას გლობალური ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე გრძელი და მოკლე პოზიციების გამოყენებით და სთავაზობს ინვესტორებს შედარებით მაღალ რისკის/სარგებლის მქონე პორტფელ. ფონდის ძირითადი მიზანია მაქსიმალური მოგების მიღება გლობალურ ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების გზით. ფონდის ფინანსური მოგება მისი დაარსებიდან დღემდე შეადგენს 50,2%.


ინდივიდუალურად მართული ანგარიშები

ინდივიდუალურად მართული ანგარიშები შექმნილია მათთვის, ვინც საჭიროებს ფულის დაბანდებას, მაგრამ ამასთან ერთად საჭიროებს მეგობრების ფონდისგან განსხვავებულ საინვესტიციო სტრატეგიას. ასეთ კლიენტებს აბბი სთავაზობს ინდივიდუალურ საინვესტიციო  პორტფელს, რომელიც მორგებული იქნება თითოეული ასეთი კლიენტის ინტერესზე.

 
Copyright ©2009 ABBEY Asset Management
All Rights Reserved.
Design by Saba Chkhaidze; Web Development by Tea Kharitonashvili