კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ონფიდენციალურობის პოლიტიკა

ხელშეკრულებაზე მომხმარებლის მხრიდან ხელმოწერის მომენტიდან აბბი და მომხმარებელი იღებენ ვალდებულებას იმოქმედონ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონით და მისგან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებში.

  • აბბი იმახსოვრებს/ინახავს მომხმარებლის IP მისამართებს, მოწყობილობასა და მოდელს, რომლითაც ხორციელდება წვდომა, ოპერაციულ სისტემებს და ბრაუზერის ინფორმაციას. აბბის შეუძლია გამოიყენოს ეს ინფორმაცია ზოგადად მისი მომხმარებლების დასადგენად და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებლისა და სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად და იურიდიულ/ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად. მომხმარებელი აცხადებს, რომ მან მისცა აშკარა და გამოუთხოვარი თანხმობა ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოყენებასთან/შეგროვებასთან დაკავშირებით.
  • მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული ხელშეკრულებაში მითითებული წესებისა და მიზნების გარდა და არ გახდება ხელმისაწვდომი მესამე პირთათვის.

აბბი უფლებამოსილი/ვალდებულია მოახდინოს მომხმარებლების ინფორმაციის გამჟღავნება მესამე პირებისთვის, შემდეგ შემთხვევებში;

  • იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული მოთხოვნის ან/და მოქმედი კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
  • აბბისა და მომხმარებლებს შორის დადებული ხელშეკრულებების მოთხოვნების შესრულებასთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ შემთხვევებში.
  • იმ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილია, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ან/და სასამართლო ორგანოების მიერ.
  • იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთა უფლებების ან უსაფრთხოების დასაცავად.

აბბი იღებს ყველა საჭირო ზომას კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად და მის დასაცავად.