Abbey Asset Management
„აბბი ასეტ მენეჯმენტი“ არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 2009 წელს, პორტფოლიოს მენეჯმენტში მომსახურების უზრუნველსაყოფად. 11 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია მართავდა ინვესტორების დანაზოგებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე თავისი "მეგობრებისა და ოჯახის ფონდი"-ს მეშვეობით.
საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფმა, რომელსაც ღრმად სჯერა საქართველოს მომავლისა და კაპიტალის ბაზრების მაღალი პოტენციალის, 2020 წელს შეიძინა „აბბი ასეტ მენეჯმენტი“ და დაიწყო საქართველოს საფონდო ბირჟის ახალი, ინოვაციური მიდგომით მომსახურება. კომპანიის მიზანია საქართველოს ეკონომიკაში უცხოური კაპიტალისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობა, მენეჯმენტის მიერ საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების მეშვეობით.
„აბბი ასეტ მენეჯმენტი“ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალი გუნდის მეშვეობითა და საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის შედეგად, ხელს შეუწყობს ადგილობრივი კაპიტალური ბაზრის გაძლიერებას. ამასთანავე, დაეხმარება ინვესტორებს თავიანთი დანაზოგების სწორად განკარგვაში, რაც საშუალებას მისცემს ინსტიტუტებს მიიღონ საჭირო ფინანსები საუკეთესო პირობებით.